თაღლითობა პატრიარქის სახელით  

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოქალაქეებს სხვადასხვა ნივთებს სთავაზობენ. საქართველოს პატრიარქის სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„სატელეფონო ზარის მეშვეობით, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მოქალაქეებს კვლავ სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, ახლად დაბეჭდილ ბიბლიას ან ძვირად ღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს არც ერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისთვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მსგავსი თემები