ევროკავშირის ელჩი მთავრობას მოუწოდებს, ფარულ მიყურადებაზე გამოძიების შედეგები გამოაქვეყნოს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს მთვრობას მიმართავს და ურჩევს, გამოაქვეყნოს გამოძიების შედეგები, რომელიც დუპლომატებისა და საქართველოს მოქალაქეების ფარულ გადაღებებს ეხება.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ.

ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“ – აცხადებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

 

მსგავსი თემები