მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს

ცენტრი „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება საქართველოს პირობებში შეუძლებელია და მის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

როგორც ჯიშკარიანმა, სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, საჭიროა  სხვა, უფრო თანამედროვე  მულტიპროფილური ცენტრი.

„მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგრესი არ არის. საჭიროა გარკვეული კვლევები. მიმდინარეობს ექსპერტიზა.  ვფიქრობთ, რომ საჭიროა სასჯელის გადავადება, ვინაიდან,  ამ მდგომარეობის საქართველოში მკურნალობა შეუძლებლად მიგვაჩნია. აუცილებელია მიზეზზე ორიენტირებული მკურნალობა“ – აღნიშნა ჯიშკარიანმა.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

მსგავსი თემები