„ჩემი აზრით, უნდა შეიწყალოს, ეს ლოგიკური გამოსავალია“ – ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს.

„ადრეც ვთქვი და დღესაც ვამბობს, რომ ამ შემთხვევაში თუ არა, სხვა რა შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტმა შეწყალება გამოიყენოს, როდესაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ საერთაშორისო რეპუტაციული ორგანიზაცია ეუბნება, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია. ახლა თუ არა, სხვა რა შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოიყენოს? ვფიქრობ, რომ არის ყველანაირი საფუძველი. ვერანაირ პროგნოზს გავაკეთებ, თუმცა, ჩემი მოლოდინია, რომ უნდა შეიწყალოს. ეს იქნება ყველაზე ლოგიკური და სწორი გამოსავალი“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

მსგავსი თემები