,,დაჟინებით ვითხოვთ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტს, რაც შეიძლება სწრაფად”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთზე სანქციებით ზეწოლა უნდა გაზარდონ. მისი თქმით, უკრაინული მხარე დაჟინებით ითხოვს სანქციების მეშვიდე პაკეტის მიღებას.

„დღეს მე ხელი მოვაწერე წერილს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი, რომელიც მოიცავს უკრაინის ხედვას სამომავლო სანქციების მეშვიდე პაკეტის შესახებ. რა თქმა უნდა, სანქციებით ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას. ხაზს ვუსვამ, რომ არ არსებობს სანქციების მეშვიდე პაკეტის გადადების რაციონალური მიზეზი – ეს არის ჩვენი სიგნალი ევროკავშირისადმი, ეს არის ჩვენი სიგნალი G7-ისადმი“,- განაცხადა დმიტრო კულებამ.

მსგავსი თემები