,,მიგვაჩნია, რომ დადგა განაჩენი დანაშაულის გარეშე”- ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიაზე

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია განცხადებით, ნიკა გვარამიას განაჩენი არის დაუსაბუთებელი. მისი თქმით, განაჩენი ადამიანის მიმართ დადგა იმ ქმედების გამო, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს.

„წლების განმავლობაში ვიყავი პრეზიდენტის შეწყალების კომისიის წევრი და იქ წარმოვადგენდი ჩემს პოზიციებს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ბოლო წლებში განხილული განაჩენებიდან, ეს საქმე არის ყველაზე დაუსაბუთებელი და ამ საქმეს ასევე გამოარჩევს ის, რომ რეალურად განაჩენი ადამიანის მიმართ დადგა იმ ქმედების გამო, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მეტად დასაბუთებულია თუ ნაკლებად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა განაჩენი დანაშაულის გარეშე, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, ამიტომ პირადად ასე საჯაროდ პირველად გამოვიყენე და მივმართე პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით, თუმცა ზოგადად აპარატს ვიცი, რომ წარსულში აქვს მიმართული“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი თემები