,,უკრაინაში ბლოკირებულია 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, ეს ძირს უთხრის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას”- შარლ მიშელი

 ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინიდან რუსეთი იპარავს მარცვლეულს და  სურსათს ომის იარაღად იყენებს. მისი თქმით, უკრაინაში ბლოკირებულია 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული.

„რუსეთი სურსათს ომის იარაღად იყენებს, იპარავს მარცვლეულს, ბლოკავს პორტებს და სასოფლო-სამეურნეო მიწებს საბრძოლო ველებად აქცევს. უკრაინაში ბლოკირებულია 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, ხორბალი და სიმინდი. ეს ძირს უთხრის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და მსოფლიოში შიმშილს იწვევს. ევროპული საბჭოს შეხვედრის დროს, ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით, რომ ამ პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გასატანად ლოჯისტიკური გამოსავალი გვეპოვნა, მათ შორის ვმუშაობთ უკრაინასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის შესამუშავებლად. გლობალური შიმშილი ყველას საქმეა, შესაბამისად, ეს საჭიროებს კოორდინირებულ, ყოვლისმოცმველ და გლობალურ მიდგომას. ჩვენ ვმუშაობთ „დიდ შვიდეულთან“, აფრიკულ კავშირთან და ჩვენს ყველა სხვა პარტნიორთან“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები