ევროკომისიის ინიციატივით, საქართველოს და მოლდოვას სამხედრო დახმარება გაეზრდებათ

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ არალეტალური სამხედრო დახმარებას გაზრდის.

„ჩვენ საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდის შეთავაზებით გამოვედით. ეს მხარს დაუჭერს ლოჯისტიკას, კიბერთავდაცვას, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ჩვენ ამ ზომებს ივნისში წარვადგენთ და მათი მიღება საბჭოს მიერ ივლისში იგეგმება“, – აღნიშნა ვალდის დომბროვსკის​მა.

მსგავსი თემები