,,ანგარიშის წარდგენის ინსტრუმენტი ხაზს უსვამს თუ რამდენად გარდაქმნა „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტარიზმი”- შალვა პაპუაშვილი

„ანგარიშის წარდგენის ინსტრუმენტი ხაზს უსვამს თუ რამდენად გარდაქმნა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტი, პარლამენტარიზმი და მათ შორის, ანგარიშვალდებულების საკითხის გაგება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

მოხსენების შემდეგ, შალვა პაპუაშვილი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

„ანგარიშის წარდგენის  ტრადიცია და არა რეგლამენტში გაწერილი წესი, დაამკვიდრა  თავად „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წელს, მაშინდელმა მთავრობამ, მაშინდელმა პარლამენტმა, რომ მთავრობა მიდის პარლამენტში  და უსმენს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს პარლამენტის საქმიანობის შესახებ.  მთავარი მიზანია, რომ მთავრობამ, სხვა სტუმრებმა, მათ შორის, დიპლომატიურმა კორპუსმა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოისმინოს რა გაკეთდა  წინა წელს და რა გეგმებია მიმდინარე წელს.

არანაირი ამოცანა, რომ მთავრობა იყოს დისკუსიის თუ კითხვა-პასუხის მონაწილე –  არ არის. ამიტომ, არც აუცილებლობა არ არის მათი აქ ყოფნის. ამიტომ, აქაც ერთი რამე ჩანს, რომ, სამწუხაროდ, ყველა მიზეზი გამოიყენება იმისთვის, რომ რაღაც კრიტიკა იქნას გამოთქმული.  პირიქით, ეს ინსტრუმენტი ხაზს უსვამს თუ რამდენად გარდაქმნა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტი, პარლამენტარიზმი და მათ შორის, ანგარიშვალდებულების საკითხის გაგება“,- განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები