,,არ ვაპირებთ თქვენს ცემას”- დეპუტატი დეპუტატს

,,ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუღაურმა, გიორგი ვაშაძის განცხადებას უპასუხა, სავარაუდოდ მის მიმართ დაგეგმილი ცემის ფაქტზე. ღუდუშაურის განცხადებით, გიორგი ვაშაძე  მშიშარაა და მას ცემას არავინ უპირებს.

,,დღეს ჩვენთან დარბაზში იმყოფება ჩვენი კოლეგა, ოპოზიციიდან, რომელიც მე პირადად მაგონებს, ჩემ ბავშვობაში იყო მულტფილმი “თაგვი და კატა”, რომელსაც ორგანულად ეშინოდა და ითხოვდა როგორმე, სურვილი ჰქონდა. გახდა ლომი და მაინც ეშინოდა ბუნებრივია კატის. ჩვენთან არის ეგეთი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს ომახიანად სხვადასხვა რაღაცებზე, მაგალითად ვიომოთ, გვასწავლის როგორი მაგარია, როგორი მებრძოლია, მაგრამ ამავდროულად ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი არ ჩაატარა, საკუთარ კოლეგებთან, სხდომათა დარბაზში ვერ ბედავს შემოსვლას. დიახ, ასეთი დეპუტატიც არის ამ სხდომათა დარბაზში, რომ დაზღვევის გარეშე.

ჩვენ არ გიპირებთ ბატონი გიორგი, ცემას ნამდვილად არ გიპირებთ, მაქსიმუმ თუ ვინმემ შეიძლება გცემოთ, გვერდით გიზით ბატონი მანჯგალაძე, მაგისი გეშინოდეთ, ჩვენ ცემას არ გიპირებთ, მაგრამ ამ ტინგიცობაზე და შეურაცხყოფაზე გუშინ რაც თქვით, მე გიპასუხებთ შემდეგს, სად თქვენ, სად ჩვენ”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

,,წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს”- გიორგი ვაშაძე

მსგავსი თემები