„ბატონო შალვა, შეგიძლიათ გაიხედოთ თქვენგან მარცხნივ?! ხედავთ ცარიელ სკამებს?”- გიორგი ვაშაძე

შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შალვა პაპუაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტს აქვს საზედამხედველო ფუნქცია მთავრობაზე და არა მთავრობას პარლამენტზე.

„ბატონო შალვა, შეგიძლიათ გაიხედოთ თქვენგან მარცხნივ?! ხედავთ ცარიელ სკამებს?! სწორედ ეს არის მთავრობის დამოკიდებულება პარლამენტთან, თქვენს ანგარიშთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტს აქვს საზედამხედველო ფუნქცია მთავრობაზე და არა მთავრობას პარლამენტზე, ეს სწორედ ის დამოკიდებულებაა, რომელიც მათ დღეს აქვთ პარლამენტთან მიმართებაში და პირადად თქვენთან მიმართებაში, თქვენი ვალდებულებაა, რომ ამ ადამიანებს ბოლომდე აქ ყოფნა ვალდებულებაში ჰქონდეთ, ზუსტად იმიტომ, რომ პროკურატურას ანგარიში არ მოაქვს, იმიტომ, რომ სუს-ს ვერ იბარებთ მოხსენების ჩასაბარებლად, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე იყო ინიცირებული, ამიტომ ხდება მსგავსი რამ. ეს არის რეალური სურათი რაც დღეს ხდება საქართველოში და რა დამოკიდებულება აქვს მთავრობას პარლამენტთან მიმართებაში, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და არა სამთავრობო რესპუბლიკაში, პარლამენტი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე მთავრობა”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები