,,საგურამოში წვიმა მოვიდაო, ბარემ ნიკარაგუაში ქარი, რომ ამოვარდება მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?”- ალეკო ელისაშვილი

,,როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალას წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს”,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის განცხადებით,  დედაქალაქის მცხოვრები მილიონ-ნახევარი ადამიანი უპასუხისმგებლო კომპანიაზეა დამოკიდებული.

,,ისეთი გაცოფებული ვარ, გუშინ ჯერ წყალი შემიწყდა და შემდეგ მომივიდა მესიჯი, რომ წყალი შეგიწყდებათო. მინდოდა მთელი მთავრობისთვის მეთქვა, როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალაქის წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს. საგურამოში წვიმა მოვიდაო, ბარემ ნიკარაგუაში ქარი, რომ ამოვარდება მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს? როდემდე უნდა იყოს მილიონ-ნახევარი ადამიანი ასეთ უპასუხისმგებლო კომპანიაზე დამოკიდებული. ქვითრების დაბეჭდვაში ხომ არიან ყოჩაღები.რამე გაფუჭდება და ბაიდენს უნდა დაურეკო და სთხოვო, წყალი მოგიყვანოს,”- აღნიშნა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები