,,უკრაინის წინააღმდეგ სრულიად უაზრო ომისთვის რუსეთი ყოველდღიურად იხდის თითქმის 300 სამხედროს სიცოცხლეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში  31 ათასზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. მისი თქმით, ომისთვის რუსეთი ყოველდღიურად იხდის თითქმის 300 სამხედროს სიცოცხლეს.

,,უკრაინაში უკვე დაიღუპა 31 ათასზე მეტი რუსი სამხედრო. 24 თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ სრულიად უაზრო ომისთვის რუსეთი ყოველდღიურად იხდის თითქმის 300 სამხედროს სიცოცხლეს. და მაინც, დადგება დღე, როცა ზარალის რაოდენობა თუნდაც რუსეთისთვის ზარალის ზღვარს გადააჭარბებს. უკრაინაში მწამებლების წიგნი შეიქმნება, რომელშიც დოკუმენტირებული იქნებიან ომის დამნაშავეები და კრიმინალები რუსული არმიიდან. მწამებლების წიგნი არის ერთ-ერთი საფუძველი, დაეკისროთ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ომის დანაშაულების ჩამდენებს, არამედ მათ მეთაურებს, ვინც ბრძანებებს იძლეოდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ იმას, რომ ისინი ყველანი დაისაჯონ,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები