„მოთხოვნები ლეგიტიმურია“ – ირაკლი პეტრიაშვილი ბორჯომის ქარხანაში დასაქმებულებზე

„მათი მოთხოვნები ლეგიტიმურია“ – პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ბორჯომის ქარხანაში  დასაქმებულებს სოლიდარობას უცხადებს.

„კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას ჩვენი დების და ძმების, ბორჯომის ქარხნის დასაქმებულების მიმართ. კომპანია ვალდებულია თითოეულ თანამშრომელს კუთვნილი ორი თვის ხელფასი, რომელიც არ აუღიათ,  აუნაზღაუროს. უპირობოდ უნდა აღადგინონ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები და გაუფორმონ უვადო შრომითი ხელშეკრულებები. ვიმედოვნებ, მედიაციის პროცესი სათანადოდ წარიმართება და დასაქმებულების სრულიად სამართლიანი  მოთხოვნები დაკმაყოფილდება“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ბორჯომის ქარხნის დასაქმებულების გაფიცვის მერვე დღეს ბორჯომის ქახნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე აცხადებს, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

ქარხნის თანამშრომლები პროფკავშირებთან ერთად კუთვნილ ხელფასებს, ღირსეულ შრომით პირობებს და გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

მსგავსი თემები