დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურა დავით ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალი ერთ პირს წარუდგინეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 6 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ბრალდებულმა დავით ბერძენიშვილის მიმართ ამ უკანასკნელის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, განახორციელა დევნა ჩადენილი ძალადობით.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება“, – განმარტავენ უწყებაში.

 

მსგავსი თემები