საგურამოს მოსახლეობა შველას ითხოვს

საგურამოში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობა სერიოზულად დააზიანა. წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა დაანგრია კერძო სახლების ბეტონის ღობის კონსტრუქციები და წყალი სახლებში შევარდა. დანგრეულია გზები, სადაც ნიაღვარი და ტალახი მიედინება.

გზებზე ჩარჩენილია მანქანები, რომლებიც ქვებსა და ტალახში არიან გაჭედილები. გზებზე კი „მდინარე“ მიედინება. ხალხი დახმარებას ითხოვს. უმძიმესი ვითარებაა  წმ.გიორგის ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე.

სეტყვამ ყველაფერი გაანადგურა. ხეებს ფოთლები და ნაყოფი არ შერჩათ.

მსგავსი თემები