სტიქია მცხეთა-მთიანეთში

რამდენიმე წუთის უკან, მცხეთა-მთიანეთის მხარეში ძლიერი ნალექი მოვარდა. მოვარდნილმა უხვმა ნალექმა ჩახერგა გზები, ჩამოიტანა ქვა-ღორღი, გადაკეტა მოძრაობა. სტიქიაში მანქანებიც მოყვა, რომლებიც გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ადგილზე ურთულესი ვითარებაა. სავალი გზები პარალიზებულია, ყველაფერი ქვა-ღორღოთა და ტალახითაა დაფარული. განსაკუთრებით რთული ვითარებაა საგურამოში. გზებზე ნიაღვარი მიედინება. კერძო სახლები კი დატბორილი და განადგურებულია, ბეტონის ღობის კონსტრუქციები კი დანგრეული.

მსგავსი თემები