,,ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის ნიკა მელია, სწორედ ის არის პარტიის მთავარი ლიდერი”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს. მისი განმარტებით, პარტიას ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია.

 

„ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ვუთმობ დროს ქართული პოლიტიკური გადაცემების ყურებას და მათ შორის ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მომიხსენიებენ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს.

მინდა ყველას ვუთხრა, „ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სწორედ ის არის დღეს პარტიის მთავარი ლიდერი.

რაც შემეხება მე – მე დღესდღეობით უკვე საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული პოლიტპატიმარი ვარ, რომელსაც მაქსიმალურად შეზღუდული აქვს კომუნიკაციები და წარმოუდგენელია, ძალიანაც რომ მოვინდომო, შევძლო რაიმე პარტიული საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვა. მითუმეტეს, ამაში ხელს არც ჯანმრთელობა მიწყობს. ამ განმარტების გაკეთება აუცილებლად ჩავთვალე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები