,,კომპანიებს ბიზნესები გადმოაქვთ ან ახალს ხსნიან საქართველოში, სხვადასხვა საკითხი იჩენს თავს და ახალი შესაძლებლობები იქმნება”- სარა უილიამსონი

,,ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. გამიხარდა, თუმცა არ გამკვირვებია, რომ საქართველოს მთავრობა, ბიზნეს ასოციაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ერთ აზრზე არიან და ძალიან ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, ”-   ამის შესახებ,  საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა  სარა უილიამსონმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიებს ბიზნესები გადმოაქვთ ან ახალს ხსნიან საქართველოში, სხვადასხვა საკითხი იჩენს თავს და ახალი შესაძლებლობები იქმნება.

„მთავრობას მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ ძალიან გვინდა დახმარება საჯაროდ გამოვხატოთ საქართველოს მიერ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადის მიმართ. მთავრობამ ძალიან კარგად მიიღო ჩვენი შეთავაზება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ღია და გახსნილი საუბარი გვქონდა, უკრაინაში მიმდინარე ომის, ისევე როგორც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების რეაგირების შესახებ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაგვეგო ყველა დეტალი.

შევეხეთ ასევე კომპანიების პრობლემებს. მახარებს ის წინსვლა, რაც ამ მიმართულებით და საკითხების მოსაგვარებლად განხორციელდა. ვისაუბრეთ ასევე საქართველოს ახალი შესაძლებლობების შესახებ, თან იმ ფონზე, რაც ამჟამად ვითარდება მსოფლიოში. კომპანიებს ბიზნესები გადმოაქვთ ან ახალს ხსნიან საქართველოში, სხვადასხვა საკითხი იჩენს თავს და ახალი შესაძლებლობები იქმნება. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ“, –  განაცხადა სარა უილიამსონმა.

მსგავსი თემები