,,მარიუპოლში დაიწყო პირველი სოციალური ობიექტების მუშაობა“- სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით,  მარიუპოლის ნავსადგურის განაღმვის სამუშაოები დასრულებულია და მარცვლეულის გადაზიდვა, ჩვეულ რეჟიმში მოხდება. მისი თქმით, მარიუპოლში წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

,,მარიუპოლისა და ბერდიანსკის საზღვაო ნავსადგურები ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ და მზად არიან მარცვლეულის გადასაზიდად. მარიუპოლში ეტაპობრივად აღდგება წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება საცხოვრებელ ადგილებში, იწმინდება ქუჩები, დაიწყო პირველი სოციალური ობიექტების მუშაობა“,- განაცხადა სერგეი შოიგუმ.

მსგავსი თემები