,,რა მორალზე მელაპარაკებით თქვენ, როცა ბავშვებს იჭერდით?”- თორნიკე რიჟვაძე გია აბულაძეს მიმართავს

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს მოუსმინეს. მოხსენების დასრულების შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რასაც ხმაური მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა  რიჟვაძე ნეპოტიზმში დაადანაშაულა, რაზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ დეპუტატი მას მორალს ვერასდროს წაუკითხავს.

„ბატონო ელგუჯა, თქვენ და თქვენს კოლეგებს მინდა გითხრათ, რომ აქ რომ შემობრძანდით, ეს თქვენს თავმოყვარეობაზეა, ეს ერთი, მეორე მორალს და სენტენციებს მიკითხავთ, ყოველდღიურად ახსენებთ ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის მამაჩემს, თქვენც საჯარო პირი ხართ, თქვენი ოჯახის წევრები მიხსენებია ოდესმე? 1999 წელს ნასამართლევი ხართ ჯგუფური ძარცვისთვის, ავტომობილის გატაცებისთვის და ყაჩაღობისთვის. თქვენ მე მორალს ვერასდროს წამიკითხავთ“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს  გია აბულაძეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“  შეახსენა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მხარს უჭერდა და ამართლებს არასრულწლოვანის, სკოლის მოსწავლის დაკავებას, რომელმაც სკოლის დარბაზიდან ბურთი წაიღო.

„იცით რატომ დააკავეთ ეს ბავშვი? რა მორალზე მელაპარაკებით თქვენ, როცა ბავშვებს იჭერდით? მორალი სად დაკარგეთ? აქედან ოჯახებში არ უნდა წახვიდეთ?“ – განაცხადა  თორნიკე რიჟვაძემ.

მსგავსი თემები