,,იტალია მხარს უჭერს საქართველოს”- სერჯო მატარელა

იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას განცხადებით, საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია და  აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა, ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. მისი თქმით, იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს დეფაქტო ოკუპაციას რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთის ფედერაციის უკრაინაში აგრესიას ძალიან დიდი გამოძახილი აქვს რეგიონში და ამან კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოსა და ევროპას შორის პარტნიორობა, საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლდ. საქართველოს მრავალათასწლიანი, საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, იგი ევროპული ცივილიზაციის წევრია და ამდენად აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა, ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მიმართებას.

შავი ზღვის უსაფრთხოება კავკასიაში – ეს უპირველეს ყოვლისა ეხება საქართველოს, მაგრამ ეს გვეხება ყველას, რადგანაც ევროპის თანამეგობრობის უმთავრესი პრობლემაც გახლავთ. საქართველოს სუვერენიტეტი და ამავე დროს მისი ტერიტორიული მთლიანობა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა.

იტალიას და საქართველოს აერთიანებთ ურთიერთობა მრავალ მხრივ – ეკონომიკური, კულტურული, რომელიც უფრო გაღრმავდება სხვადასხვა სექტორში, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის თვალსაზრისით. ქალბატონ პრეზიდენტთან საუბარში ჩვენ ხაზი გავუსვით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, განსაკუთრებით, ურთიერთობის გაღრმავებას უნივერსიტეტებს შორის, ჩვენს სტუდენტთა გასვლას, პროფესორთა გასვლას. ამავე დროს, მნიშვნელოვანია არქეოლოგიური მისიები საქართველოში, რომელიც გახლავთ იტალიასა და საქართველოს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაცნობის საფუძველი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ის მეგობრობა, რომელსაც ჩვენ ხაზი გავუსვით ქალბატონი პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ვიზტის დროს. ესაა ურთიერთობა, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება“, – განაცხადა სერჯო მატარელამ.

მსგავსი თემები