„მოგიწოდებთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაჩქარებული წესით მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები”- ჰერმან საბო

„მოგიწოდებთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაჩქარებული წესით მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ეს პროცესი, მინიმუმ, დავიწყოთ მანამ, სანამ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თავისი ვერდიქტი გამოუტანია“, – განაცხადა  პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ.

მისი თქმით,  ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საქართველოში მომავალში მოიტანს  პოლიტიკურ პლურალიზმს, პატარა პარტიებს დაეხმარება  დარჩნენ პოლიტიკაში და არ მოხდება პოლიტიკური ცენტრის  კიდევ უფრო პოლარიზება.

 „ეს საკითხი შესული  იყო შარლ მიშელის შეთანხმებაში და ამ საკითხს თითოეულმა თქვენგანმა პირველი მოსმენით უკვე მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“, რატომღაც, დააპაუზა და თვლის, რომ 2023 წელს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ, თუ ეს სწორი გადაწყვეტილებაა და გასაკეთებელია, ხომ არ არის ახლა ის ისტორიული და მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ჩვენ ამ პატარა საქმის ბოლომდე მიყვანით ევროკავშირში გავაგზავნოთ მესიჯი, რომ ჩვენ პარტიულზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე შეგვიძლია გავერთიანდეთ“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

მსგავსი თემები