რუსეთის ტყვეობაში 2500-ზე მეტი „აზოვსტალელი მებრძოლი“ იმყოფება

პრეზიდენტი ზელენსკი ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების შესახებ საუბრობს და აცხადებს რომ მათი რაოდენობა 2 500-ზე მეტია. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, აქტიურად არიან ჩართულები მათი გათავისუფლების საკითხებში. კონკრეტულად კი, ამ მიმართულებით ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო მუშაობს.

მისივე შეფასებით, „აზოვსტალელი მებრძოლების“ წამება რუსეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, რადგანაც, ისინი ე.წ. საჯარო ტყვეები არიან.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, დატყვევებულების მდგომარეობის შესახებ უკრაინული მხარე ინფორმაციას არ ფლობს.

მსგავსი თემები