150 დამწვარი სახლი და 3 დაღუპული – ძლიერი ხანძარი ავსტრალიაში

ავსტრალიაში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 4. დაშავებულია სულ მცირე 20-მდე მეხანძრე და 15-მდე ადგილობრივი. სტიქიამ 400 ათას ჰექტრამდე ტერიტორია მოიცვა და
150 სახლი განადგურდა.

სტიქიის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში 1000-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და სიცხე უწყობს. ამასთან, პროგნოზირებენ, რომ სტიქია ქვინსლენდის შტატის სამხრეთით არსებულ ტერიტორიას მოიცავს და სიდნეიშიც გავრცელდება. 

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურში შიშობენ, რომ ცეცხლის სწრაფად გავრცელების გამო, ექსტრემალური ვითარება იქმნება და მაშველები ყველას დახმარებას ვერ შეძლებენ, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება მაცხოვრებლებს მოუწოდებს, დამოუკიდებლად იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე.

მსგავსი თემები