15-17 წლის ბავშვები იხოცებიან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით – ირაკლი ღლონტი

უფლედამცველი ირაკლი ღლონტი სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად,  ნარკოტიკული ინტოქსიკაციით კლინიკებში ყოველდღიურად, 15-17 წლის ათეულობით ახალგაზრდა შეჰყავთ, განსაკუთრებით კი პარასკევს და შაბათ-კვირას.

ირაკლი ღლონტი კლინიკების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, ნუ დამალავენ ამ ინფორმაციას და მედიას ზუსტი ციფრები მიაწოდონ.

“ამ წუთებში, მეორე რეანომობილი მოვიდა კიდევ 2 ახალგაზრდით… იხოცებიან ბავშვები… 4 დღეა, ერთ-ერთი საავადმყოფოს მისაღებში ვათენებ და მე რაც აქ ვნახე, ეს არის სრული კატასტროფა, ეს არის ტრაგედია! პარლამენტის და მთავრობის წევრები თუ ნებით არა, ძალით უნდა მოვიყვანოთ საავადმყოფოს მიმღებში და საკუთარი თვალით ნახონ, რა დღეში არიან ადამიანები!!! ის ხალხი კი, ვინც ნარკომაფიის სათავეშია, ძაღლებივით უნდა დავაბათ ჯერ საავადმყოფოს ეზოში, შემდეგ ციხეში!!!
15-17 წლის ბავშვები მოჰყავთ კლუბებიდან და ქუჩებიდან ნარკოტიკული ინტოქსიკაციით! იხოცება ხალხი!
აი ამ წამს, მეორე რეანომობილი მოვიდა კიდევ 2 ახალგაზრდით… სასწრაფოს ექიმებს მაინც გაესაუბრეთ.
ჯერ ნარკოტიკით და შემდეგ სიკვდილის პირას მისული ახალგაზრდების ოჯახებიდან და ბიუჯეტიდან იღებთ დამატებით შემოსავალს!
კლინიკის პერსონალის მიმართ, ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მსურს გითხრათ სიმართლე, რომელიც მწარეა. არა 2, არამედ 4 ახალგაზრდა შემოიყვანეს 3 წუთიანი ინტერვალით ღამის საათებში. ათეულობით ახალგაზრდა შემოჰყავთ ყოველდღიურად, განსაკუთრებით კი პარასკევს და შაბათ-კვირას.
იმედი მაქვს, კლინიკები მაინც არ დამალავენ ზუსტ ინფორმაციას და ითანამშრომლებენ მოსახლეობასთან, საქართველოსთან, ჩვენს მომავალთან !!!
გთხოვთ, ემსახურეთ საქართველოს და არა ე.წ. ინსტიტუციებს ! გთხოვთ, ნუ დამალავთ სიმართლეს, მას დიდი ძალა აქვს და არ ყალბდება!!” — წერს ირაკლი ღლონტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ფოტო:geodoc.ge

მსგავსი თემები