15 წლის მოზარდი, მარიხუანას მოხმარების გამო, საავადმყოფოში მოხვდა

რუსთავში 15 წლის მოზარდი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი დილით სკოლაში უნდა წასულიყო, თუმცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცენტრალური საავადმყოფოს „ემერჯენსის“ მორიგე ექიმის, სულხან სამხარაძის განცხადებით, მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა. 

ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მსგავსი თემები