15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში რჩება

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება. ის რეფერალურ საავადმყოფოს შოკის დარბაზშია მოთავსებული. გამომძიებელი ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

საავადმყოფოში გამომძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. 

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელთან სასწრაფო დახმარების გამოძახება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, დღის ბოლოს გამართული, ბრიფინგის პარალელურად გახდა საჭირო. ლონდა თოლორაიას თქმით, გამომძიებლის წინააღმდეგ საქმე ჩვენების მიცემის იძულების მუხლით არის აღძრული.

მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა. ამ ფაქტს წინ უძღოდა “მწვანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა. 

მსგავსი თემები