15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობისთვის დაკავებული გამომძიებელი პატიმრობაში დატოვეს

სასამართლომ, გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა. მან არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, რომელიც

ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ დასწრებია.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს შეუძლოდ გრძნობს და მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ჩოლოიანი 2019 წლის 19 დეკემბერს დააკავეს.

მსგავსი თემები