15 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირისთვის შესაძლოა, მისი მეუღლეც დააკაონ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, შესაძლოა, სოფელ აღაიანში 7 თვის მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს და მაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. 

როგორც ლონდა თოლორაიამ განაცხადა არასრულწლოვანი დედა დაორსულების დროს 15 წლის იყო, ხოლო 15 წლის პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია.

„აღნიშნული საქმის ფარგლებში ხდება მტკიცებულებების მოპოვება და გამოძიება მუშაობს ამ მიმართულებითაც. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების მომენტში ნამდვილად იყო 15 წლის და 15 წლის პირთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირიც კი დანაშაულია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ნათესაური კავშირების დადგენის მიზნით და ამის შემდგომ დადგება დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

შეგახსენებთ, 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგონას გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დამატებით ინფორმაციის სანახავად მიყევით ბმულს:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები