ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შეშვება აიკრძალოს

მიხეილ სააკაშვილის კლინიკა ,,ვივამედში” ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მისი თქმით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შეშვება აიკრძალოს.

,,პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატი გახლავთ ექსკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი და თან ახლავს კლინიკა “ვივამედის” ნორმატიული აქტი, მნახველების დაშვების წესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მნახველების დაშვება მსჯავრდებულებთან აკრძალულია, გარდა იმისა თუ არსებობს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკის დირექტორის თანხმობა. ამ ეტაპზე პრობლემა ჯერ არ გვქონია და იმედი გვაქვს, რომ არც მომავალში გვექნება. თუმცა ვფიქრობ, მსგავსი მკაცრი მოწესრიგება გარკვეულ რისკებს შეიცავს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პაციენტთან დაკავშირებით.

შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს და საფუძველი მზადდებოდეს მნახველების დაშვების აკრძალვასთან დაკავშირებით”, – განაცხადა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები