რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალები განათავსა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან რუსეთს შეიარაღებული ძალები ჰყავს განთავსებული.

,,ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან იმყოფებიან რუსეთის ცალკეული საჯარისო დანაყოფები, რომლებსაც შეიარაღებაში აქვთ სარაკეტო კომპლექსები და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები.

სასაზღვრო რეგიონებში ძალების სადემონსტრაციოდ მოწინააღმდეგე შეტევებს ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში”,- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

მსგავსი თემები