,,პუტინი იყენებს გაზს ჩვენს დასაყოფად“- ტიერი ბრეტონი

ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისარის, ტიერი ბრეტონის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა.

ევროკომისრის ცნობით, ევროკავშირი  რუსეთიდან ყოველწლიურად  155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს. მისივე  განმარტებით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან ყატარიდან გეგმავს,  25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივ აირს ქარის ტურბინების და მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიით მიიღებენ.

ევროკომისრის განცახებით, ვლადიმერ პუტინი ევროპის დასაყოფად  გაზის გამოყენებით ცდილობს.

„ის ცდილობდა ჩვენს დაყოფას თავისი წარუმატებელი ვაქცინა „Sputnik“-ით, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ჩარეულიყო ჩვენს დემოკრატიებში „Russia Today“-ის დახმარებით და ახლა ის იყენებს გაზს ჩვენს დასაყოფად“, – აღნიშნა ბრეტონმა.

 

მსგავსი თემები