მარიუპოლში ეპიდემიის გავრცელება დაიწყო

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, რუსების მიერ ოკუპირებულ ქალაქში ეპიდემიის პირველი ფაზა დაიწყო. მისივე თქმით, ოკუპანტებმა ქალაქში კარანტინი  გამოაცხადეს.

ეპიდემიის გავრცელების მიზეზი სასმელი წლის მწვავე დეფიციტია. ადგილობრივ მცხოვრებლებს წყლის რიგში დგომა დღეების განმავლობაში უწევთ.

,,ადრე მცირედით იყო წყლის რაოდენობა, ახლა კი მთლიანად შემცირდა, დარეგისტრირებაა საჭირო. მომავალში ტემპერატურა მოიმატებს, წყლის დონე დაეცემა და წყალის ნაკლები იქნება. ძნელი სათქმელია, თუ რა სახის ეპიდემია იქნება. ჩვენ ველოდებით ქოლერას ან ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან არის დაკავშირებული. ანტისანიტარიის შედეგად, ეს შეიძლება მოხდეს”,- განაცხადა ანდრიუშენკომ.

მსგავსი თემები