„გთხოვთ, ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას“ – პაპი ფრანცისკე

რომის პაპი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, ყველაფერი იღონონ, რომ უკრაინაში ომი შეაჩერონ.

„გრძელდება სიკვდილის მრისხანება და ნგრევა უკრაინაში. ვრცელდება წინააღმდეგობრივი პოზიციები, რაც ასაზრდოებს ესკალაციას და რომელიც სულ უფრო საშიში ხდება ყველასთვის. კვლავ მივმართავ ეროვნულ ლიდერებს: ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას“  –  განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილთა წინაშე ქადაგებისას.

პაპი დიპლომატებს ურჩევს, მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთონ და ნგრევა შეაჩერონ.

„გამართეთ ნამდვილი მოლაპარაკებები. ყური დაუგდეთ დატანჯული ხალხის განწირულ ხმას, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.  პატივი ეცით ადამიანურ სიცოცხლეს, ყველგან შეაჩერეთ ქალაქებისა და სოფლების საშინელი ნგრევა“, – განაცხადა რომის პაპმა.

 

მსგავსი თემები