პუტინი ისევ იმუქრება, რომ ახალ სამიზნეს დაარტყამს

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ისევ იმუქრება. ამჯერად, ის მუქარას ამერიკის შეერთებულ შტატებს უთვლის და აფრთხილებს.

როგორც პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, ახალ სამიზნეებზე იერიშს მიიტანს თუ შეერთებული შტატები უკრაინისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა კიევზე შტურმი დილით განახორციელა. როგორც ჩანს, აღნიშნული პუტინის გამაფრთხილებელი დარტყმა იყო.

რაც შეეხება კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მიწოდების საკითხს, ის აშშ-ში აქტიურად განიხილება. ამავდროულად, შტატებმა უკრაინისგან პირობა მიიღო, რომ სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებს და მას მხოლოდ თავდასხმისგან დასაცავად გამოიყენებს.

 

მსგავსი თემები