„არცერთ მეზობელს შეუძლია, გენომურად გაშიფროს და განასხვაოს „ჩუდყვავილაა“ თუ „მაიმუნის ყვავილი“ – ბიძინა კულუმბეგოვი

„ზუსტი  დიაგნოზის დასმის კუთხით, ჩვენს ქვეყანას აქვს მზაობა, რომელიც არცერთ მეზობელ ქვეყანას არ გააჩნია“ – აღნიშნა ალეგროლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმამედიაცენტრ მთავართან“
„მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, რადგანაც ვირუსი ახალია, მზაობა ჯერჯერობით არ არსებობს.

„ვაქცინაცია და მედიკამენტური მარაგი არ აქვს დღეს ევროკავშირის ქვეყნების თითქმის 95%-ს. დრო სჭირდება რომ ვაქცინები დამზადდეს, შეისყიდო და ასე შემდეგ. მთავარია, ჩვენ შევძლოთ დაავადების კლინიკური სიმფტომების აღმოჩენა და ქვეყანას შეუძლია თუ არა დაადგინოს არის თუ არა ეს „მაიმუნის ყვავილი“.  ჩვენს არცერთ მეზობელს ამიერკავკასიაში, არ შეუძლიათ, გენომურად გაშიფრონ და განასხვაონჩუდყვავილაა“ თუ „მაიმუნის ყვავილი“. ჩვენს ქვეყანას კი, ლუგარის ლაბორატორიის დახმარებით, შეუძლია, ეს ბოლომდე მიიყვანოს და დასვას დიაგნოზი. თუ დიაგნოზი სწორად არ არის ამოცნობილი, სწორედ ეს ქმნის ახალი კონტაქტების წარმოქმნის შესაძლებლობას და დაავადების უკონტროლოდ გავრცელებას. ამ მხრივ, ქვეყანაში არის მზაობა, რომელიც არცერთ მეზობელ ქვეყანაში არ არის“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმამედიაცენტრ მთავართან“.         

„მაიმუნის ყვავილს“ 10%-იანი ლეტალობა აქვს – ვინ არიან რისკჯგუფები

მსგავსი თემები