„მაიმუნის ყვავილს“ 10%-იანი ლეტალობა აქვს – ვინ არიან რისკჯგუფები

ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმამედიაცენტრ მთავართან“ იმ რისკჯგუფებზე ისაუბრა, რომლებისთვისაც „მაიმუნის ყვავილი“ შესაძლოა, ლეტალობით დასრულდეს.

„მაიმუნის ყვავილის შემთხვევაში, ძირითადად გამოყოფილია 3 რისკჯგუფი: იმუნოკომპრემენტირებული ადამიანები (აივ-ინფიცირებულები, ორგანოგადაერგილები, რომლებიც მუდმივად იმუნოსუპრესიულ პრეპარატებზე იმყოფებიან, ვისაც ძვლის ტვინი აქვს გადანერგილი და ონკოლოგიური პაციენტები, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ); 8 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები. სწორედ ამ ჯგუფებშია ყველაზე დიდი რისკი დაავადების გართულების“ – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე ინფიცირებით, ამ ეტაპზე, გავრცელებულია ორი შტამი: „2 შტამი აქვს „მაიმუნის ყვავილს“ ეს არის ცენტრალურ აფრიკული, რომელსაც 10%-იანი ლეტალობა აქვს და დასავლეთ აფრიკული, რომელსაც 1 %-იანი ლეტალობა აქვს“.

მსგავსი თემები