„პუტინის შეჭრამ სიკვდილი და ნგრევა მოიტანა“ – ლიზ ტრასი

“ის ელოდა, რომ შეჭრა რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, მაგრამ მნიშვნელოვნად ვერ შეაფასა მამაცი უკრაინელების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთ ქვეყანას მამაცად იცავდნენ“ – აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი.

მისივე შეფასებით, რუსეთმა ბევრი რამ ვერ გათვალა.

„პუტინის შეჭრამ სიკვდილი და ნგრევა მოიტანა, თანაც, ისეთი მასშტაბით, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ამ ომს აქვს უზარმაზარი შედეგები მშვიდობის, კეთილდღეობისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღეს არის ის მომენტი, რომ ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს, რომლებიც მოკლულია შეჭრის შემდეგ, პატივი მივაგოთ და კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა, უკრაინის გმირული თავდაცვის მიმართ, რათა პუტინის მარცხი და მათი წარმატება უზრუნველვყოთ”, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

მსგავსი თემები