„ქართველი ერი ევროკავშირის დროშასაც დაწვავს და ლგბტ-საც მიაყოლებს“ – გურამ ფალავანდიშვილი

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“ მხარდამჭერებთან ერთად, ორშაბათიდან ლგბტ თემის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს. როგორც გურამ ფალავანდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ყველგან მივლენ და ყველა პოზიციას დაიკავებენ, რომ ლგბტ თემმა შეკრება ვერ მოახერხოს.

მედიაცენტრი მთავარის კითხვას, მაშინ, როდესაც საქართველო კანდიდატი წევრობის სტატუსის მინიჭებას ელოდება, თქვენს მიერ დაგეგმილი ძალადობრივი აქციები არ იქნება ხელის შემშლელი, გურამ ფალავანდიშვილმა ასე გვიპასუხა.

„დიახ, ეს იქნება ხელის შემშლელი და ძალიან კარგი თუ იქნება. ეს ღონისძიება ამ რიცხვებში ჩვენ არ დაგვიანონსებია. ეს მათ (ლგბტ თემმა) დააანონსეს და ისინი უნდა უფრთხილდებოდნენ. ჩვენ სულ არ მივსტირით ევროკავშირს, ისინი მისტირიან. ჩვენს არ გვინდა „ევროსოდომში“ შესვლა. თუ ამას (სტატუსის მინიჭების გამოცხადებას) ემთხვევა, კიდევ უფრო კარგი. ჩვენ არ გვინდა ასეთი დაძალებული ევროპა, ქართველი ერი ვროკავშირის დროშასაც დაწვავს და ლბგტ-საც მიაყოლებს“ – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ გარკვეული ჯგუფები აანონსებს, რომ ლგბტ თემს შეკრების უფლებას არ მისცემენ.

“შეწყდეს ლგბტ პროპაგანდა. კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი გამოცხადნენე პერსონა ნონ გრატად” – დავით ლორთქიფანიძე (ვიდეო)

მსგავსი თემები