,,ზურაბიშვილმა მთლიანად ჩამოუშალა “ქართულ ოცნებას” პროპაგანდისტული მანქანის განხორციელებული ზეწოლა მოქალაქეებზე”- რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც  ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმით უპასუხისმგებლობას და დანაშაულს სჩადის.

რომან გოცირიძის განცადებით, ზურაბიშვილმა ხელისუფლება ამხილა იმაში, რომ არ დგას უკრაინის გვერდით.

„ზურაბიშვილის განცხადება იყო უმძიმესი ბრალდება „ქართული ოცნების” მიმართ, სხვათა შორის, არცთუ ისე დიპლომატიური ენით. ყველა თემას შეეხო, განსაკუთრებით მათ მთავარ იდეოლოგიურ საყრდენს, რომ თურმე ვიღაცები ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ ომის მომხრეები არიან, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს არის აბსურდი და მთლიანად ჩამოუშალა “ქართულ ოცნებას” პროპაგანდისტული მანქანის მიერ განხორციელებული ზეწოლა მოქალაქეებზე. ფაქტობრივად, ამხილა იმაში, რომ არ უდგას ხელისუფლება უკრაინას გვერდით. ჯუჯა სახელმწიფო ლუქსემბურგი უსმენს ზელენსკის პარლამენტშიო და ამ პარლამენტში ჩაუკეტეს კარები და საშუალება არ მისცეს, უკრაინის პრეზიდენტისთვის მოგვესმინა. თავდასხმები მეგობარ სახელმწიფოებზე, ელჩებზე, ევროპარლამენტის და ამერიკის კონგრესის წევრებზე მაშინ, როცა ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას მისი სიტყვებით, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს არის დანაშაული და კეთდება იმისათვის, რომ ივანიშვილმა პირადი ძალაუფლება და ფინანსები შეინარჩუნოს, ეს გავიგეთ ამ განცხადებიდან,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

მსგავსი თემები