„ძლიერები არ ძალადობენ“ – შოთა ხაბარელი ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირებაზე

“საკითხის გადაგორება არ უნდა მოხდეს. სამინისტრომ შედეგი უნდა დადოს, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. ძლიერები არ ძალადობენ. ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ სფეროში, მითუმეტეს, სპორტში,” – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარში” გააკეთა.

შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო კუთხით მუშაობაა საჭირო, რომ კანონში მკაცრად იყოს გაწერილი ის დისციპლინა რომელიც სპორტში დაარეგულირებს სიტუაციას: “ყველამ ნახა რა პროცესები განვითარდა ჭიდაობის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სიღრმისეულად შესასწავლია ეს თემა. გამოძიება დაწყბულია და დარწმუნებული ვარ, მომხდარი სატანადოდ შეფასდება. რადგანაც ეს თემა საკმაოდ სენსიტიური, სიტუაცია უნდა დამშვიდდეს.“

დეპუტატი და ყოფილი სპორტსმენი შოთა ხაბარელი პროცესებში სპორტის სამინისტროს მეტ და აქტიურ ჩარევას ითხოვს.

„პრობლემები არსებობს და შესაბამისად, საჭიროა, საკითხის თავიდანბოლომდე შესწავლა. ყველა თემა უნდა იყოს გამოძიებული, რომ მას ჯაჭვური რეაქცია არ მოყვეს. პრობლემა იყო ძიუდოში, არის ჭიდაობაში, შემდეგ არავინ იცის რა მოხდება სხვა ფედერაციაში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სამინისტომ საკუთარი აზრი უნდა დააფიქსიროს და შედეგი დადოს. ძალიან მკაცრად არის სამინისტროს ჩარევა საჭირო. საკანონმდებლო კუთხითაც მუშაობაა საჭირო, რომ კანონში მკაცრად იყოს გაწერილი ის დისციპლინა, რომელიც სპორტში სიტუაციას დაარეგულირებს,” – აღნიშნა შოთა ხაბარელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები