,,ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,  საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც  ვოლოდიმირ ზელენსკისთვის შესაძლებლობა უდნა მიეცათ, საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიემართა.

პაპუაშვილის განცხადებით, ზელენსკის თავად არ გამოუთქვამს სურვილი საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიემართა.

„რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვას, მთელი საკითხი იმაშია, რომ მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტს ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები