თურქეთმა ტურისტებისთვის ვაქცინაციის სერთიფიკატის წარდგენის ვალდებულება გააუქმა

1 ივნისიდან თურქეთში შემსვლელებისთვის Covid-19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატი ან  PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის საჭირო არ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ივნისიდან თურქეთის რესპუბლიკაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემომსვლელთათვის მოიხსნა “Covid-19” ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საელჩო მოქალაქეებს მიმართავს, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე:

ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

 

 

მსგავსი თემები