„ოდნავ მოფერიანდა“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სახეზე ფერი ოდნავ მოუვიდა. გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა.

„დიდხანს ვერ გავჩერდი, რადგან ექსპერტები უნდა შესულიყვნენ დღეს. გამიჩნდა იმედი, რომ თითქოს უკვე დაიწყო მოძრაობა ამ პროცესმა. იმის გამო, რომ გადასხმები უკეთდება და იმედი გაუჩნდა, ოდნავ მოფერიანდა კიდევაც“, – განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა  ალასანიამ მედიასთან.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ყველას აინტერესებს მისი ბედი.

„მაჩერებენ, მადლობას მიხდიან, თანაგრძნობას გამოხატავენ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

 

მსგავსი თემები