,,ნიკა გვარამიამ 7 მილიონით აზარალა ტელეკომპანია”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის გიორგი  ვოლსკის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. მისი თქმით, აღნიშნული საქმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

,,არსებობს კონკრეტული მოცემულობა, რაც სასამართლომ განიხილა. დახაზულია სქემა, რომ 7 მილიონით, ცოტა მეტი თუ ნაკლები ლარით, იქნა დაზარალებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“. თაღლითური სქემაა ფაქტობრივად, მაგრამ სამართლებრივი ფორმულირება ჩემი მხრიდან ვერც გაკეთდება. რაც შეეხება მანქანის თემას, მე ვფიქრობ, ამ სქემაში მანქანა ყველაზე მცირე ნაწილია, თუმცა, თვალსაჩინო მაგალითია. პროპაგანდისტული გამოცდილება, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით დაგროვდა, როცა ვითომ პიჯაკებზე იყო ლაპარაკი, ამ შემთხვევაშიც პიარ პროგრამით გამოიყენება.

სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, დანაშაულის ნიშნები არსებობს, ფაქტია, რომ ამ სქემის საწინააღმდეგოდ სათქმელი ოპონენტებს არაფერი აქვთ. სქემა არსებობდა რეალურად, ეს სქემა შესრულდა და ტელეკომპანიამ განიცადა მატერიალური ზარალი. შეიძლება მე ვცდებოდე და უკეთესად დაითვალოს სასამართლოს შემდგომმა ინსტანციამ”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი თემები