,,რუსეთის რეჟიმი აწარმოებს ომს ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ“- ბორუტ პაჰორი

სლოვენიის პრეზიდენტმა  ბორუტ პაჰორმა  ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების  ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს ევროპული დღის წესრიგი ერთ დღეში არ დაუყენებია თავდაყირა. მისი თქმით, საქართველოში 2008 წელს ან უკრაინაში 2014 წელს რუსეთის შეჭრა, მსოფლიომ სწორად ვერ შეაფასა.

,,ჩვენი მშვიდობიანი ევროპული დღის წესრიგი ერთ დღეში არ დამდგარა თავდაყირა. სიგნალები 24 თებერვლამდე გაცილებით ადრე იყო და ჩვენ ისინი არასწორად წავიკითხეთ. მაგალითად, საქართველოში 2008 წელს ან უკრაინაში 2014 წელს. ჩვენ ისინი აღვიქვით, როგორც დაუკავშირებელი ეპიზოდები და არა როგორც უფრო დიდი გამოწვევების სიმპტომები. ეს შეცდომა იყო. ზუსტად 99 დღის წინ, პუტინის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ეჭვს არ ბადებს, რომ რუსეთი არა მხოლოდ ჩვენს აღმოსავლელ მეგობრებს ებრძვის, უკრაინას თავს იმიტომ დაესხნენ, რომ გაბედა, ყოფილიყო პუტინის რუსეთზე განსხვავებული, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების, კორუფციასთან ბრძოლის გამო. რუსეთის რეჟიმი აწარმოებს ომს ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ“, – განაცხადა ბორუტ პაჰორმა.

მსგავსი თემები