,,აგვისტოში დონბასში საომარი მოქმედებების კულმინაციას ვიხილავთ”- ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯსის განცხადებით, რუსეთს ტექნიკური უზრუნველყოფის პრობლემები აქვს. მისი თქმით, საომარი მოქმედებები აგვისტოში დონბასში კულმინაციას მიაღწევს, ხოლო სექტემბერში უკრაინა კონტრშეტევაზე გადავა.

,,რუსებს აქვთ პრობლემები ტექნიკური უზრუნველყოფის, ცოცხალი ძალის, ტრანსპორტის და აღჭურვილობის მხრივ. უბრალოდ არ ვიცი, რა მდგომარეობაა არტილერიასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ მათ ეწურებათ მაღალი სიზუსტის იარაღი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩვეულებრივი არტილერიისა და რაკეტების შესახებ. რუსეთის კულმინაცია აგვისტოში იქნება და უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავა სექტემბერში, ზაფხულის ბოლოს. მე ვხედავ, რომ უკრაინაში ლოჯისტიკური მდგომარეობა ყოველ კვირა უმჯობესდება, ხოლო რუსეთში  უარესდება”,- განაცხადა  ბენ ჰოჯსიმ.

 

მსგავსი თემები