,,ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, ეს აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან”- ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან.

„ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, გაცნობებთ რომ, ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან. ბატონი ზაზა ნანობაშვილი თვითნებურად აკეთებს რიგ განცხადებებს საპატრიარქოსა და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში. იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ განთავისუფლებულ იქნა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

მსგავსი თემები