,,როდესაც რეგიონის უსაფრთხოება სასწორზეა, სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“- დევიდ მაკალისტერი

„ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი დევიდ მაკალისტერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“  განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მაშინ როდესაც,  მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზე დევს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება.

„ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებას განიხილავს. „ევროპის სახალხო პარტიას“ მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზე დევს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“, – წერს დევიდ მაკალისტერი.

მსგავსი თემები